საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ № 182/01-01, 06.08.2023).

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

 

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები

(ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №176/01-01, 31.07.2023).

 

  • დოკუმენტაციის მიღება - 21 აგვისტო - 30 აგვისტო;
  • გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 - 22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

ა. განცხადება (1) თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ. ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (ფორმა);

ზ. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ. სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. განცხადება (2).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ასევე, მატერიალური სახით მისამართზე - თსუ-ს II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტი, ოთახი 115, 10:00სთ-17:00სთ;

დოქტორანტურის კოორდინატორი: 577-17-07-55

თარიღი: 12/08/2023